ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ურთიერთსაპირისპირო შეფასებებით ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის ელჩი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უპირისპირდება, რაც, მათივე შეფასებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ანგარიშში ასახული კრიტიკული შეფასებები სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.