„ოპოზიციური ალიანსი“ ახალი კონფიგურაციით - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანება დატოვა - Palitra News

„ოპოზიციური ალიანსი“ ახალი კონფიგურაციით - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანება დატოვა

2026-11-06 12:21:36+04:00

"ოპოზიციური ალიანსი' პოლიტიკურ აქტიურობას ახალი კონფიგურაციით აგრძელებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანება საბოლოოდ დატოვა. პარტიაში გადაწყვეტილების მიზეზად საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დამოუკიდებლად და მკაფიოდ გამოხატვის სურვილს ასახელებენ. ალიანსში კი განმარტავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებულ წესებს არ იცავდა.