აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, ის შესაძლოა თანამდებობიდან 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გადადგეს. თეთრ სახლში ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვებას თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც აპირებს. ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე მუშაობა ყოველთვის მისი გეგმა იყო. სახელმწიფო მდივანმა თავი აარიდა კითხვას, აპირებს თუ არა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.