რუსეთში, კრასნოდარში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. შეტევა 6 ნოემბრის ღამეს განხორციელდა. ადგილობრივების ცნობით, რეგიონში ისმოდა აფეთქებების ხმა, მოგვიანებით კი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, კრასნოდარის აეროპორტმა ფრენები დროებით შეზღუდა. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 142 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უკრაინას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.