აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების განხილვა იყო.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.