აშშ და ირანი უახლოვდებიან შეთანხმების მიღწევას, ბირთვული საკითხი კვლავ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ინფორმირებულ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ირანი განიხილავს მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებულ წინადადებებს, რომელიც მთავარი შუამავლის - კატარის - მიერ იქნა წარდგენილი. დიპლომატმა აღნიშნა, რომ თეირანი მზაობას აჩვენებს
, განიხილოს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც აქამდე არ განიხილებოდა.
ასევე აღინიშნება, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ლიდერთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის ძალისხმევებზე.