ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი თბილისსა და მოსკოვს შორის ახალი პოლიტიკური გარემოებების ფონზე წარიმართება - საქართველოს პრემიერს რუსეთთან დაკავშირებით ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს, კრემლი კი კვლავ მოითხოვს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის განხილვას. რა პოზიციას დაიკავებს ქართული მხარე ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნების მიმართ?