5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო? - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო?

2026-11-06 20:04:24+04:00

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას ორშაბათს, 9 ნოემბერს განაახლებს. პროცესი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამართლებრივი დავა პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული და ხელისუფლება მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალების გაქრობას ცდილობს. გარდა ამისა, ოპოზიციონერებს აქვთ ეჭვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წინასწარ უკვე მიღებულია, სასამართლო განხილვა კი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.