რუსეთის მიერ პარტიის „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების ალიანსი - ალდე ეხმაურება. ორგანიზაცია ქართულ ოპოზიციურ პარტიას მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ „დროა“ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის. გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. მისი შეფასებით, საამაყოა ის ფაქტი, რომ „დროა“ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი ორგანიზაციაა.