42-ე საჯარო სკოლა ალტერნატიული ფართის მოლოდინში - სად გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას? - Palitra News

42-ე საჯარო სკოლა ალტერნატიული ფართის მოლოდინში - სად გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას?

2026-11-06 20:39:19+04:00

თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელების საკითხზე განათლების სამინისტროსა და მშობლების შეხვედრა დასრულდა. უწყებამ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის ჰიბრიდული სწავლება, მეორე ცვლა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება. მშობლებმა ყველა შეთავაზება მიუღებლად მიიჩნიეს. მათი განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სამინისტრო სამოქმედო გეგმას წარადგენს და ალტერნატიული ფართის მოძიებას დაიწყებს. მანამდე კი გაურკვეველია, სად განაახლებენ ბავშვები სწავლას ორშაბათიდან. სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობა და ექსპერტიზის დასკვნა გახდა.