აშშ-ის კონგრესში უმრავლესობის დაბრუნების შემდეგ დემოკრატები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესსაქმიანობის შესწავლას გეგმავენ. მათ საგამოძიებო უფლებამოსილებები ეძლევათ, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირების ახალ ეტაპს ქმნის. დემოკრატები შესაძლო ინტერესთა კონფლიქტებზე საუბრობენ, ტრამპის ადმინისტრაცია კი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. რამდენად მასშტაბური გახდება დაპირისპირება კონგრესსა და პრეზიდენტს შორის და შეიძლება თუ არა დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს?