4 ოქტომბრის მოვლენებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის შეგნებულად დაგებულ ხაფანგად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას შეძლებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი ვინმეს დასჯა არ ყოფილა, თუმცა ბრალდებულებს საკუთარი ქმედებებისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ.