მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით სამოქალაქო კამპანია იწყება. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან პირველადი კონსულტაცია უკვე გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფელს ეს პრობლემა თითქმის 6 წელია აწუხებს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ წყლის დეფიციტის გამო, განსაკუთრებით გვალვის პერიოდში, სასმელი წყლის შეძენა მუდმივად უწევთ.