"ოპოზიციური ალიანსი" „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე - რა გახდა უთანხმოების მიზეზი? - Palitra News

"ოპოზიციური ალიანსი" „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე - რა გახდა უთანხმოების მიზეზი?

2026-11-06 20:43:46+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის შემდეგ ოპოზიციური ალიანსი მუშაობას ახალი შემადგენლობით გააგრძელებს. პარტია ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების სურვილით ხსნის. ამასთან, პარტიაში არ უარყოფენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციური ალიანსის საქმიანობაში აქტიურად აღარ მონაწილეობდნენ. გაერთიანებაში შემავალი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ალიანსის მუშაობა საერთო წესებსა და შეთანხმებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და ამ პრინციპების დარღვევა მიუღებელია. როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება ოპოზიციურ თანამშრომლობაზე?