ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და ხელახლა თავდასხმა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, რადოსლავ სიკორსკისთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი სიბიგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს.
ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს.
ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს.
ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება, და არ უნდა იქნას [რუსეთის მიერ] გამოყენებული პაუზისთვის ხელახლა შეიარაღებისთვისა და ხელახლა თავდასხმისთვის”, - განაცხადა კალასმა.