დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული - Palitra News

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული

2026-11-07 11:59:12+04:00

ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ შეთანხმება სურთ. ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა პირველად სურთ. შეხვედრები გვაქვს. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა და რამდენიმე ხვალაც მაქვს. მათ შეხვედრები ორშაბათსა და სამშაბათს აქვთ. ვფიქრობ, შეთანხმება სურთ. ეს ძალიან დიდი შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, მასში მთელი ევროპა იქნება ჩართული“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესია.

„ჩვენ მარ-ა-ლაგოში უამრავი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ადამიანთან, როგორც რუსეთთან, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.