უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები - Palitra News

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები

2026-11-07 12:42:48+04:00

რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რის შემდეგაც, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა.

დრონებით იერიშების შედეგად ხანძარი რუსეთის ქალაქ ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონის“ ტერიტორიაზეც გაჩნდა. რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა დაწერეს, რომ მანამდე „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ხანძარი გაჩნდა როსტოვში მდებარე სამხედრო საწარმო „ალმასის“ მახლობლად მდებარე საწყობის ტერიტორიაზეც