უკუსვლა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და შეუსრულებელი რეკომენდაციები - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის ძირითადი დასკვნები, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ჩანაწერები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არ სურს ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ძალაუფლებას შეასუსტებს.