საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. თამაზაშვილის განმარტებით, ოფიციალურ მიზეზად, კუთვნილი პაემნების ამოწურვა სახელდება, როგორც ამავე განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრემიერმა, 11 თვის განმავლობაში, შვილები სულ ორჯერ ნახა. ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ნათესავი, დამატებითი პაემნის დანიშვნის მოთხოვნით გამოდის.