პარტიების აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის - Palitra News

პარტიების აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის

2026-11-07 13:07:00+04:00

მოდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვას დაუბრუნდება. ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ცნობილია, რომ პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პარტიების აკრძალვა უკვე გადაწყვეტილი აქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაფორმება უწევს. ხელისუფლება კი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საჭიროებაზე საუბრობს.