საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - ხელისუფლება პროცესის გამარტივებაზე, ოპოზიცია კი შეზღუდვებზე საუბრობს - Palitra News

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - ხელისუფლება პროცესის გამარტივებაზე, ოპოზიცია კი შეზღუდვებზე საუბრობს

2026-11-07 13:09:46+04:00

პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებს განიხილავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კანონში აისახება, არჩევნების გასაჩივრების წესებს შეეხება. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებას უკავშირდება. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ოქმების გასაჩივრების შესაძლებლობის უკიდურესად შეზღუდვის საფრთხეებზე მიუთითებენ. ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების შეჯამების ვადა 26-იდან 15 დღემდე მცირდება, ახალარჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილება კი მეცხრე დღეს დაიწყება. ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.