რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გზის რამდენიმე მონაკვეთზე ასფალტის დაგება უკვე დაწყებულია. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარის განახლებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთება. უახლოეს დღეებში დაიწყება გამწვანების სამუშაოებიც.