კრემლმა აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი „მომავალ მოლაპარაკებებს კურირებს“.
პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი.
ასევე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსულ მხარეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი წარმოადგენენ.