ჩემი საქართველო აქ არის“ - წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მე-13 საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა - Palitra News

ჩემი საქართველო აქ არის“ - წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მე-13 საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა

2026-11-07 15:28:18+04:00

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაცგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის კუთხეების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები და ტრადიციები წარმოადგინეს.

საშემოდგომო ფესტივალი „ჩემი საქართველო აქ არის“ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალწლიანი ტრადიციაა და უკვე მე-13 წელია, სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს აერთიანებს. ფესტივალი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვნებისა და ეროვნული ერთიანობის წარმოჩენას ემსახურება.