დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ეუბნება: ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს! დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართულ მილოცვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც არავისზე დამოკიდებული არ არის და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
„დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი; ის არავისზეა დამოკიდებული, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და გააჩნია ღირსება“, - აღნიშნა ალიევმა.