ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად ქუჩის პროტესტს განიხილავს - Palitra News

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად ქუჩის პროტესტს განიხილავს

2026-11-09 09:30:38+04:00

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად ქუჩის პროტესტს განიხილავს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დემონსტრაციები საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ოპოზიციური ალიანსი 28 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ალიანსის მიღმა დარჩენილი პარტიების ნაწილი კი აცხადებს, რომ მოქალაქეების ინიციატივით გამართულ და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა დემონსტრაციაში ჩაერთვება. ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქციები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.