ილია ვეკუას სახელობის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, რომლის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია, სასწავლო პროცესი დღეს კვლავ ადგილზე გაგრძელდება - Palitra News

ილია ვეკუას სახელობის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, რომლის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია, სასწავლო პროცესი დღეს კვლავ ადგილზე გაგრძელდება

2026-11-09 09:32:26+04:00

თბილისის ილია ვეკუას სახელობის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, რომლის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია, სასწავლო პროცესი დღეს კვლავ ადგილზე გაგრძელდება. მშობლის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე საკლასო ოთახი დაიკეტება, მოსწავლეები კი ადმინისტრაციულ სივრცეებში გადანაწილდებიან. სკოლაში მანდატურების რაოდენობაც გაიზრდება. შენობის მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართეს. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც სკოლის საჭიროებებისთვის რემონტდება, მისი მოსწავლეებისთვის გადაცემა 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.