ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 53 შემთხვევა გამოავლინეს. მთლიანობაში, გასულ თვეში სამართალდარღვევის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი. ყველაზე მეტი დარღვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა - 19 შემთხვევა. იანვრიდან დღემდე კი სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი აღრიცხეს. დამატებით, სამ რეგიონში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების სამი შემთხვევაც დაფიქსირდა. სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აგრძელებს.