10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება - Palitra News

10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

2026-11-09 09:39:09+04:00

უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, ფრონტზე სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. 10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. ამერიკულ დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, უკრაინულს კი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე, შავ ზღვაში ნაოსნობის აღდგენასა და ტყვეების გაცვლაზე იმსჯელებენ. ამავდროულად, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს განაგრძობს, რასაც რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მოჰყვა. უკრაინა კი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს დრონებით უტევს.