საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესება და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივი გაჩერება პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება ევროპულ კურსს ინარჩუნებს და ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაზიანებაში სდებს ბრალს - ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის.