საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა ხვალ, 10 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსამართლეები თავდაპირველად მოსარჩელე მხარეს, შემდეგ კი მოპასუხეებს მიმართავენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას სამართლებრივი არგუმენტების არქონასა და პროცესის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კი სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მას პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მცდელობად აფასებს.