20 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს - Palitra News

20 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2026-11-09 12:18:12+04:00

20 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერაცია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 200 ყალბი ასდოლარიანი კუპიურა გაასაღეს. სამართალდამცველებმა ყალბი ბანკნოტები სრულად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.