განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. მათ შორისაა ალფა-პვპ, 480 აბი პრეგაბალინი და გამომშრალი მარიხუანა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.