სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან კი მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი - Palitra News

სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან კი მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი

2026-11-09 13:20:19+04:00

საჯარო სკოლებში, მე-2-მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“ განუცხადეს, სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება სკოლების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 დეკემბრის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაცია სრულად განხორციელდება.

იმ შემთხვევაში თუ მშობელი სასკოლო ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, ფორმების შეძენას 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმა www.formebi.emis.ge-ზე და სავაჭრო ობიექტებში, რომელთა მისამართები მითითებულია - www.formebi.emis.ge

ცნობისთვის, სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი, რომელიც მე-2 -მე-6 კლასელებისთვისაა განკუთვნილი, 2 ნოემბერს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 სარეალიზაციო პუნქტია გახსნილი. ამ დრომდე, ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო ხელმისაწვდომი.