ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ ინსტრუმენტად კვლავ დემონსტრაციებს განიხილავს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქციები საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ოპოზიციური ალიანსი 28 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ალიანსის მიღმა დარჩენილი პარტიების ნაწილი კი აცხადებს, რომ მოქალაქეების ინიციატივით გამართულ და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა დემონსტრაციაში ჩაერთვება. ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქციები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.