დონალდ ტრამპი ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას, ჩინეთში, სამიტის ფარგლებში შეხვდება. ტრამპის განცხადებით, შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებითაც შესაძლოა ახლოს იყოს. თუმცა, შესაძლო შეთანხმების დეტალებზე მას არ უსაუბრია. სამიტი 18-19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება.