„გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს

2026-11-09 15:22:37+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩართული ადამიანების, ორგანიზატორების და მფარველების დასჯის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ითხოვს. კერძოდ, პარტია პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პოლიტიკური გუნდი სისხლის სამართლის კოდექსში ორი მუხლის - 180-ე პრიმა მუხლის და 211-ე პრიმა მუხლის დამატებას ითხოვს. ექსპრემიერის გუნდი მიიჩნევს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობა ცალკე უნდა გამოიყოს და სისხლის სამართლის დამნათავეებად ცნონ არა მხოლოდ ამ საქმიანობაში ჩართული პირები, არამედ ორგანიზატორებიც.