რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აძლიერებს. ბოლო თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია შეუწყდა, იერიშები განხორციელდა პორტებსა და სამრეწველო ობიექტებზეც. უკრაინა კი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო-სამრეწველო საწარმოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას უტევს. ამავდროულად, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. მთავარი საკითხები ომის შეწყვეტა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია. როგორ მიმდინარეობს სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება და დაესწრებიან თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს