ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-11-09 15:16:53+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით “ქართული ოცნება” ქვეყანაში არა მარტო ოპოზიური პარტიების აკრძალვას, არამედ ზოგადად განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს. ოპონენტები ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას ელოდება, ნაწილი კი პერმანენტულ ქუჩის აქციებს მათავს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება რაც პოლიტიკურ ველს გააჯანსაღებს.