მშვიდობის მოლოდინში - უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებენ, თუმცა დიპლომატიურ პროცესს ფრონტზე კვლავ მძიმე ბრძოლები და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ახლავს. 10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში ამერიკული შუამავლობით სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებებამდე ვაშინგტონი კიევსა და ევროპელ პარტნიორებთან პოზიციების შეჯერებას ცდილობს.