ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი თბილისსა და მოსკოვს შორის ხვალ გაიმართება - Palitra News

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი თბილისსა და მოსკოვს შორის ხვალ გაიმართება

2026-11-09 20:38:05+04:00

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი თბილისსა და მოსკოვს შორის ხვალ გაიმართება. მოლაპარაკებები ახალი პოლიტიკური გარემოებების ფონზე წარიმართება - საქართველოს პრემიერს რუსეთთან დაკავშირებით ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს, კრემლი კი კვლავ მოითხოვს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის განხილვას.