ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი საქმის სასამართლო სხდომების დახურვას შერჩევითი მართლმსაჯულების გამოვლინებად მიიჩნევს - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი საქმის სასამართლო სხდომების დახურვას შერჩევითი მართლმსაჯულების გამოვლინებად მიიჩნევს

2026-11-10 09:48:52+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი საქმის სასამართლო სხდომების დახურვას შერჩევითი მართლმსაჯულების გამოვლინებად მიიჩნევს. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიტიკოსმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისივე შეფასებით, მსგავსი საქმეებისგან განსხვავებით, ამ პროცესის დახურვა ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და მართლმსაჯულების საჯაროობის პრინციპს არღვევს. ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო, ასევე დახურულ სასამართლო სხდომაზე მან მოსამართლეს მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების შესახებ აცნობა. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა პროცესის გასაჯაროება მოითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიმდინარე სამართალწარმოება ფიქტიური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.