4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროებს ტოვებენ, თუმცა ნაწილი გარიგებაზე კვლავ უარს აცხადებს - Palitra News

4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროებს ტოვებენ, თუმცა ნაწილი გარიგებაზე კვლავ უარს აცხადებს

2026-11-10 09:49:45+04:00

4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროებს ტოვებენ, თუმცა ნაწილი გარიგებაზე კვლავ უარს აცხადებს. გათავისუფლებულთა ნაწილმა პასუხისმგებლობა აიღო მომხდარზე და სხვა დაკავებულებსაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულებმა თავისუფლებაზე ყოფნა აირჩიონ, რადგან ბრძოლა საზოგადოებასთან ერთად უნდა გაგრძელდეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული, ლაშა ბერიძე, აცხადებს, რომ ციხიდან გამოსვლა მისთვის ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს. ის თანამოაზრეებთან ერთად აქტიურობასა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გეგმავს.