ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი დღეს იწყება - Palitra News

ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი დღეს იწყება

2026-11-10 09:50:13+04:00

ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი დღეს იწყება და ორი დღე გაგრძელდება. შეხვედრის მთავარი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, დევნილების დაბრუნება და გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის აღდგენაა. მმართველ გუნდში ჟენევის ფორმატს რუსეთთან კომუნიკაციის მნიშვნელოვან საერთაშორისო მექანიზმად მიიჩნევენ და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგებს ვერ უზრუნველყოფს და ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკის საპასუხოდ საქართველოს ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს.