უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დღეს აბუ დაბიში გაიმართება. შეხვედრაში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკულ დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, რუსულს - ვლადიმირ მედინსკი, უკრაინულს კი - რუსტემ უმეროვი. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე, დეესკალაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებსა და ომის დასრულების შესაძლო გზებზე იმსჯელებენ. პარალელურად, აბუ დაბიში ევროპელი პარტნიორების ცალკე შეხვედრებიც არის დაგეგმილი.