თურქეთის იზმირის პროვინციაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

თურქეთის იზმირის პროვინციაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა

2026-11-10 09:52:21+04:00

თურქეთის იზმირის პროვინციაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ალიაღაში, კომპანია HABAS-ის საწარმოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ამწე კრანი თხევადი ფოლადის ღუმელს დაეცა. ინციდენტის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საწარმოში უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის გამოძიება.