8 თვეში ბათუმში 10 883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - Palitra News

8 თვეში ბათუმში 10 883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

2026-11-10 13:56:38+04:00

8 თვეში ბათუმში 10 883 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს შავიზღცისპირეთის მთავარ ქალაქში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა და გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

დოკუმენტის თანახმად, გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებამ და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, რაც ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობასა და დეველოპერების მხრიდან აქტიურ მარკეტინგს უკავშირდება. კვლევა აჩვენებს, რომ მეორად ბაზარზე გაყიდვები, წლიურად 11.8%-ით 5,459 ბინამდე გაიზარდა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 3.6%-ით 5,424 ბინამდე შემცირდა. თუმცა, კვლევის ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად მნიშვნელოვნად, 30%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, 2026 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1 986 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7%-ით გაიზარდა და 1 614 დოლარი შეადგინა.

ბაზრებს შორის არსებული ფასთა სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის ამონაგების ეტაპობრივი შემცირება, შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.