როგორია გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგი -  წელს საქართველოდან უკვე 3 170 უცხოელი გააძევეს - Palitra News

როგორია გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგი -  წელს საქართველოდან უკვე 3 170 უცხოელი გააძევეს

2026-11-10 13:58:26+04:00

როგორია გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგი - წელს საქართველოდან უკვე 3 170 უცხოელი გააძევეს. საუბარია, იანვარ-სექტემბრის მოანაცემებზე, რაც 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის სრულ მაჩვენებელს და თითქმის 9-ჯერ მეტია 2024 წელთან შედარებით.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოდან უცხოელების დეპორტაციის მკვეთრი ზრდა, მიგრაციული პოლიტიკისა და შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის მნიშვნელოვნად გამკაცრებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, საგრძნობლად გამარტივდა სამართლებრივი მექანიზმები იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოსავლენად და იძულებით გასაძევებლად, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადებს აჭარბებენ ან არ გააჩნიათ შესაბამისი ვიზა და ბინადრობის ნებართვა. ამასთან, რეფორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონთან, რომლის მიხედვითაც საქართველოში მომუშავე ან თვითდასაქმებული უცხოელებისთვის სავალდებულო გახდა სპეციალური სამუშაო ნებართვის მიღება. რაც შეეხება ისევ სტატისტიკას, შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე გააძევეს - 791 ადამიანი; მეორე ადგილზეა ინდოეთი - 306 ადამიანი; ხუთეულში შემდეგ პოზიციებს კი თურქმენეთი, რუსეთი და ირანი ინაწილებენ.