ვაჭრობის დაფინანსება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები - თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების თაობაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მასპინძლები იყვნენ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიების ფარგლბში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე, მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.