“საფარის“ ინფორმაციით, მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

“საფარის“ ინფორმაციით, მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2026-11-10 19:43:05+04:00

მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი“ ავრცელებს.

„მოსამართლემ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო მასწავლებლის მხრიდან მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის საქმეზე - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“, - წერია საფარის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან.